Мой сайт
კვირა, 28.04.2024, 13:15
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მოგესალმებით.

მე, merlinm, მოხარული ვარ გიხილოთ ჩემს გვერდზე.

ეს საიტი განკუთვნილია მათთვის, ვინც პრაქტიკული ეზოთერული დისციპლინებით (იოგა, მაგია, ბიოენერგეტიკა, პარაფსიქოლოგია, გაცნობიერებული სიზმრები, ასტრალი) არის დაინტერესებული.

აქ თქვენ ვერ ნახავთ, ლამაზ სურათებსა და ორიგინალურ დიზაინს, მაგრამ შეგიძლიათ იპოვოთ სასარგებლო და მოქმედი პრაქტიკები, საკუთარი წინსვლისა და განვითარებისათვის 

ახლა კი მცირე ექსკურსი, თუ რომელ გვერდზე რა მოიძიოთ.

განყოფილებაში "ტექნიკები" , შეგიძლიათ იხილოთ, გამოყენებითი ეზოთერიკის ტექნიკების კრებული, სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებისათვის. როგორც წესი, მათ გასაგებად, ასათვისებლად და გამოსაყენებლად, მინიმალური ბაზისური მომზადებაა აუცილებელი. ეს ტექნიკები არჩეულია სხვადასხვა დისციპლინებიდან, როგორც ყველაზე ეფექტური და შედარებით ადვილად ასათვისებელი. თითოეული მათგანის ეფექტურობა, შემოწმებულია საკუთარი და მოსწავლეების გამოცდილებით. მათი საშუალებით შესაძლებელია საკუთარი მიზნების, სურვილებისა და გეგმების, უფრო სწრაფი და ეფექტური რეალიზება; ადამიანებზე, გარემოზე და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე ზემოქმედება და მათი მართვა.

ამ ეტაპისათვის, შექმნილია თემების ჩამონათვალი, რომლებშიც განთავსდება შესაბამისი ტექნიკები. კვირაში დაახლოებით 2-3 ახალი ტექნიკა ემატება.

ვისაც სურს შეისწავლოს რომელიმე ეზოთერული დისციპლინა, განყოფილებაში "სწავლება", შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია კურსებისა და პირობების შესახებ.

რაც შეეხება "ფორუმს", აქ ალბათ განმარტების გარეშეც ყველაფერი ნათელია. ფორუმი ფორუმია :)

ამ ეტაპზე ვეძებთ, მოდერატორებს. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შემეხმიანოთ, ფორუმზე PM-ის საშუალებით. მოკლედ აღწერეთ რომელი განყოფილების მოდერატორობა გსურთ და როგორ აპირებთ თქვენი განყოფილების მართვას. წარმატების შემთხვევაში, შეიქმნება შესაბამისი განყოფილება და დაინიშნებით მოდერატორად.

წარმატებები!
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz