Мой сайт
შაბათი, 20.06.2026, 02:48
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ზოგადი ინფორმაცია პრაქტიკუმების შესახებ
merlinmთარიღი: ოთხშაბათი, 12.02.2014, 21:34 | შეტყობინება # 1
გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
ამ განყოფილებაში მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის, ეზოთერული პრაქტიკუმები.

წვდომა აქვთ მხოლოდ პრაქტიკანტებს, რომლებიც დაშვებული არიან შესაბამის პრაქტიკუმზე. დანარჩენი მომხმარებლები, უბრალოდ ვერ ხედავენ მათ.

პრაქტიკანტის სტატუსის მინიჭება მომხმარებლისთვის ხდება, მისი რომელიმე პრაქტიკუმზე ჩარიცხვის შემდეგ.

ამ სუბფორუმში, რომელიც ყველასათვისაა ხელმისაწვდომი, შესაძლებელია პრაქტიკუმების შესახებ შეკითხვების დასმა, ტექნიკური საკითხების განხილვა, მოსაზრებებისა და სურვილების გამოთქმა და ა.შ. მაგრამ ყველაფერი, მხოლოდ პრაქტიკუმებისა და სწავლების შესახებ.


Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
 
merlinmთარიღი: სამშაბათი, 18.02.2014, 00:23 | შეტყობინება # 2
გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
ხშირად დასმული შეკითხვები პრაქტიკუმის შესახებ:

კითხვა: როგორ მიმდინარეობს პრაქტიკუმი?
პასუხი: პრაქტიკანტებს ეძლევათ თეორიული მასალა დაშესაბამისი პრაქტიკული დავალებები. პრაქტიკანტების სვამენ შეკითხვებს და აგზავნიან რეგულარულ რაპორტებს, თავისი პრაქტიკის, წარმატება/წარუმატებლობის შესახებ. რაპორტების საშუალებით, პრაქტიკუმის წამყვანი განსაზღვრას, პრაქტიკანტის პროგრესს, აძლევს რჩევებსა და შემდგომ ინსტრუქციებს. მასალის ათვისები შემდეგ, მონაწილეებს ეძლევათ შემდეგი დავალება.
პრაქტიკანტების მიერ, გარკვეული უნარების ათვისების შემდეგ, შესაძლებელი ხდება, პრაქტიკანტის სურვილის შემთხვევაში, ენერგო-მენტალური კავშირის საშუალებით, ერთობლივი ვარჯიშების ჩატარება.
ჩვენი პრაქტიკუმი ვერ შეცვლის რეალურ სწავლებას, გვერდში მყოფ მასწავლებელთან. იგი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვინც სამწუხაროდ, ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სათანადო მონდომების შემთხვევაში, ამ ფორმატით ძალიან კარგი შედეგები მიიღწევა.

კითხვა: როგორ შეიძლება პრაქტიკუმში მოხვედრა?
პასუხი: პრაქტიკუმში მონაწილეების მსურველები, უნდა შემეხმიანონ პმ-ის საშუალებით.

კითხვა: რა პერიოდულობით იმართება პრაქტიკუმები?
პასუხი: პრაქტიკუმის გავლა შეიძლება ინდივიდუალურად ან ჯგუფში. ინდივიდუალურად პრაქტიკუმის გავლა შეიძლება ნებისმიერ დროს. ჯგუფურად - ჯგუფის შეკრებისთანავე. საშუალოდ, ჯგუფი უნდა შეადგენდეს 10 ადამიანს.

კითხვა: ფასიანია თუ არა პრაქტიკუმი?
პასუხი: უძველესი დროიდან, მოსწავლეები საკუთარ გურუს/მასწავლებელს უხდიდნენ სწავლების საფასურს, ფულით, რაიმე ნივთებით ან საკუთარი შრომით.
მეორეს მხრივ, ნამდვილი ეზოთერიკა არასდროს არ ყოფილა, ფულის შოვნის წყარო, რადაც, სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენმა თანამედროვემ აქცია იგი.

ჩვენ, ვიყენებთ, იოგას გურუების მიერ, ათასწლეულების განმავლობაში გამოყენებულ მეთოდს. პრაქტიკანტის ქვეცნობიერება, თავად განსაზღვრავს, თუ რამდენი ღირს, მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, ამ ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების მიღება. ეს ჩვენი აზრით, ყველაზე მართებულია, რადგან ერთისათვის ათასობით დოლარიც კი შეიძლება მცირე თანხა იყოს, მეორისთვის კი, ასი დოლარი დიდ ქონებას წარმოადგენდეს.

ამდენად, გადახდის სქემა, ბაზისური პრაქტიკუმისთვის, შემდეგია:

სწავლების ჯგუფურად გავლისთვის, პრაქტიკანტი თვეში ერთხელ იხდის, 20 ლარის ზემოთ, ნებისმიერ თანხას რომლის ოდენობასაც თვითონ განსაზღვრავს.

სწავლების ინდივიდუალურად გავლისთვის,პრაქტიკანტი თვეში ერთხელ იხდის, 50 ლარის ზემოთ, ნებისმიერ თანხას რომლის ოდენობასაც თვითონ განსაზღვრავს.


Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
 
tamazikoთარიღი: ორშაბათი, 06.10.2014, 17:42 | შეტყობინება # 3
შემოიხედა
ჯგუფი: Проверенные
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გამარჯობათ merlinm,
მოხარული ვარ, რომ აღმოვაჩინე თქვენი ვებ-გვერდი.
მე მაქვს სურვილი შევისწავლო პრაქტიკული ეზოთერული დისციპლინები.
გთხოვთ ჩამწეროთ სასწავლო ჯგუფში და შემატყობინოთ კურსის პირობები.

პატივისცემით
თამაზი
 
Existenceთარიღი: ორშაბათი, 17.11.2014, 20:53 | შეტყობინება # 4
დაინტერესებული
ჯგუფი: პრაქტიკანტი. II კურსი
შეტყობინებები: 29
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ანტროფოსოფიულ სემინარში ვგეგმავ წასვლას შტუტგარტში და წავალ თუ არა რამდენიმე დღეში გადაწყდება თუ უარყოფითი იქნება პასუხი მეც ჩავერთვები პრაკტიკუმში იმედია ძაან გვიან არ არის..........
ინდივიდუალურის გადახდის საშუალება არ მაქვს შემიძლია თვეში 25 ლარი გადავიხადო თუ რათქმაუნდა დამიშვებთ
 
merlinmთარიღი: სამშაბათი, 18.11.2014, 06:49 | შეტყობინება # 5
გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
Existence, თუ საბოლოოდ გადაწყვიტავ, პმ-ში შემეხმიანე

Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
 
Existenceთარიღი: სამშაბათი, 18.11.2014, 15:36 | შეტყობინება # 6
დაინტერესებული
ჯგუფი: პრაქტიკანტი. II კურსი
შეტყობინებები: 29
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Quote merlinm ()
Existence, თუ საბოლოოდ გადაწყვიტავ, პმ-ში შემეხმიანე


აუცილებლად ! მადლობა


შეტყობინება შეასწორა Existence - სამშაბათი, 18.11.2014, 15:36
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2026
Free site builder - uCoz