| საიტის მენიუ |
|
 |
| შესვლის ფორმა |
|
 |
| ძებნა |
|
 |
| საიტის მეგობრები |
|
 |
|
 | |  |
|
|
ნამდვილი თავისუფლება, ანუ რას უნდა ესწრაფვოდეს ეზოთერიკი
| |
| merlinm | თარიღი: კვირა, 30.03.2014, 19:37 | შეტყობინება # 1 |
 გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
სტატუსი: Offline
| დიდი ხნის უკან, როცა "ახალგაზრდა მაგების" აქტიურ სწავლებას ვაწარმოებდი, ბევრი სტატია, სასწავლო მეთოდიკა, წერილი და რეკომენდაცია იქნა ჩემს მიერ დაწერილი. გადავწყვიტე, აქ და ახლა, ქართულ ენაზე გამოვაქვეყნო, ზოგიერთი მათგანი... ისეთები, რომლებიც რომელიმე რესურსზე უკვე დევს სხვადასხვა ენებზე და ისეთებიც, რომლებიც ღიად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ არ შეიცავენ ისეთ ინფორმაციას, რომ მოუმზადებელ გონებას რაიმე ზიანი მიაყენონ...
ამ თემაში გთავაზობთ წერილს, რომლის ადრესატიც, ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე იყო. შემდეგ მან ეს წერილი გამოაქვეყნა.
Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
| |
|
|
| merlinm | თარიღი: კვირა, 30.03.2014, 20:04 | შეტყობინება # 2 |
 გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
სტატუსი: Offline
| შენ მწერდი, რომ მაგიის შესწავლა, თავისუფლების მოსაპოვებლად დაიწყე. შენ არა ხარ ორიგინალური - მოსწავლეთა 90% იგივეს აცხადებს ხოლმე. მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესობას, წარმოდგენაც არა აქვს, რა უნდა? სად არის ეს თავისუფლება, როგორია ის და რისგან უნდა განთავისუფლდეთ? პირველ რიგში, კი უნდა განთავისუფლდეთ, საკუთარი თავისაგან... შინაგანი კომპლექსებისა და შეზღუდვებისგან.
მთავარია, არ ვიყოთ შებოჭილი და დამოკიდებული. ადამიანს უამრავი კომპლექსი და შინაგანი ბლოკი აქვს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მათ შორის, სხვა ადამაინისთვის შეგნებულად ზიანის მიყენების ან ადამიანის მოკვლის შიშია. თავის დროზე, მე ეს დავძლიე, მაგრამ არასდროს არავინ მომიკლავს. ბრიყვი იკითხავს: მაშინ რა საჭირო იყო, ამისთვის ამდენი ვარჯიში და დროის ხარჯვაო? პასუხი მარტივია, ცოტათი უფრო თავისუფალი გავხდი, ვიდრე ვიყავი.
დიდი ხნის უკან, აღმოსავლური ორთაბრძოლების დახურულ კლუბშ, მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. კლუბში, სადაც ნამდვილ ორთაბრძოლას ასწავლიდნენ და არა, იმ გასპორტულებულ, გარეკლამებულ რაღაცას, რასაც ტელევიზორში ვხედავთ ხოლმე. იცი, როგორი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ძნელი გამოცდა? დგას შენს წინაშე ადეპტი და განსაკუთრებული ტექნიკის საშუალებით, ხორხის არეში ენერგიის კონცენტრაციას ახდენს, რის შედეგადაც მისი კისერი აბჯარივით მაგარი ხდება. შენ კი, სპეციალური, სასიკვდილოდ საშიში დარტყმა უნდა მიაყენო. დგას კაცი, არ ირხევა, ხელს არ გიშლის. იცი რომ, წესით არაფერი მოუვა, მაგრამ სხვისთვის ზიანის მიყენების შიშის გამო, შეიძლება დარტყმა არასწორად შეასრულო ან სულაც ააცილო.
კიდე, რამოდენიმე მაგალითი, უკეთ გასაგებად: მაჰაბჰარატაში, აღწერილია, ერთი სანიასის ისტორია, რომელმაც სატიას აღთქმა მიცა, რომ ყოველთვის სიმართლეს იტყოდა. ერთხელაც ტყეში ადამიანებს წააწყდა, რომლებთაც კერპთთაყვანისმცემლები მოსდევდნენ. კერპთთაყვანისმცემლებმა, მას ჰკითხეს, ის ხალხი სად დაიმალაო? ამანაც, აღთქმა, რომ არ დაერღვია, სიმართლე უთხრა და კერპთთაყვანისმცემლებმა ის ხალხი დახოცეს. გამოვიდა, რომ სანიასიმ, უმნიშვნელოვანესი პრინციპი "ახიმსა" დაარღვია, რაც საკუთარი ქმედებით, სხვისთვის ზიანის მიყენების აკრძალვას ნიშნავს. მაჰაბჰარატაში, ეს ისტორია, იმისთვისაა მოყვანილი, რომ ადამიანს აჩვენონ, ზოგჯერ ერთი აღთქმის დარღვევა აუცილებელია, მეორე უფრო მნიშვნელოვანის დასაცავად. მე კი მინდა, რომ შენ ამ ისტორიაში, ადამიანის შეზღუდულობა დაინახო. მან იცოდა, რომ მისი სიმართლით, ხალხი სასიკვდილოდ გაიმეტა, მაგრამ ისე იყო საკუთარი აღთქმით შეზღუდული, რომ ხალხი ვერ გადაარჩინა, ეს თავისუფლება არაა.
კიდე მაგალითი: სუფიზმში, სულიერად განვითარებულ ადეპტებს, დერვიშებს ეძახიან. დერვიშებს უარი აქვთ ნათქვამი, ამქვეყნიურ სიამოვნებებზე, მხოლოდ ერთი ხელჯოხი და ფიალა აქვთ, ქალაქ-ქალაქ დადიან და ხალხს ასწავლიან და ეხმარებიან. ერთხელაც, ერთი დერვიში ერთ ქალაქში მივიდა და მცხოვრებებმა უთხრეს, ჩვენი რაჯაც დერვიშიაო. დერვიშს ძალიან გაუკვირდა: რაჯა, ყველაზე მდიდარი ადამიანი ქალაქში, დერვიში როგორ შეიძლება იყოსო? მიიყვანეს რაჯასთან. შეხედა დერვიშმა, გამოელაპარაკა და მიხვდა, რომ რაჯაც დერვიში იყო.
ისადილეს და დერვიშ ეკითხება: -შენ ულამაზესი სასახლე გეკუთვნის, უთვალავი ქონება და დიდი ჰარემი გაქვს, როგორ გამოდის რომ დერვიში ხარო? მე მაგალითად, მხოლოდ ხელჯოხი და ფიალა მაქვს, ქალაქ-ქალაქ დავდივარ და ხალხს ვეხმარებიო...
რაჯა წამოენთო: -შენ რა კარგი ცხოვრება გქონია, მეც ეგრე მინდაო. -წამოდი მაშინ, ერთად ვასწავლოთ ხალხსო - შეთავაზა დერვიშმა. -კარგი, წავედითო - თქვა რაჯამ, ადგა და კარებისკენ წავიდა. -მოიცადეო - წამოიძახა დერვიშმა, შენს ოთახში ხელჯოხი და ფიალა დამრჩა, ავიღებ და მერე წავიდეთო.
რაჯას, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ შინაგანად ამ ქონებაზე დამოკიდებული არ იყო, ესაა თავისუფლება. დერვიშს არაფერი გააჩნდა ფიალისა და ხელჯოხის მეტი, მაგრამ შინაგანად მიჯაჭვული იყო მათზე. ეს თავისუფლება არაა.
ჩემი აზრით, ეს იგავი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავისუფლებას იმ გაგებით, როგორც მე მინდა აგიხსნა. ეზოთერიკს შეიძლება ჰქონდეს "მიწიერი სურვილები" და გარკვეულ ენერგიასა და დროსაც კი ხარჯავდეს მათ განსახორციელებლადე, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი რაჯასავით თავისუფალი იქნება ამ სურვილებისაგან.
ადამიანი, საკუთარი სურვილების, მონა არ უნდა იყოს. უნდა იყოს პირიქით...
Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
| |
|
|
| mamu_ka | თარიღი: კვირა, 30.03.2014, 23:44 | შეტყობინება # 3 |
 შემოიხედა
ჯგუფი: პრაქტიკანტი. I თაობა
შეტყობინებები: 10
სტატუსი: Offline
| merlinm, მომეწონა ეს სტატია, პირველად რომ წავიკითხე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სრულად ვეთანხმები აქ დაწერილს, თუმცა პრაქტიკაში კი საკმაოდ რთულია ასეთი თავისუფლების მოპოვება, ამაზე მაქვს კითხვა, როგორ უნდა შევძლოთ მიჯაჭვულობებისგან თავის დაღწევა? როცა ყოველი მცდელობა უბრალო ხასიათის გაფუჭებიდან შეიძლება დეპრესიამდეც მიგვიყვანოს, ბევრს რომ ეშინია ამ მდგომარეობის ამის გამო უკან იხევს და მაინც თავისი მიჯაჭვულობის მხარეს იჭერს, ვაღიარებ რომ მეც ბევრჯერ დამიხევია უკან ამ მიზეზით, ასე ვთქვათ მაინც რქებით უნდა გავიტანოთ ჩვენი თუ არსებობს რამე მეთოდი
|
| |
|
|
| merlinm | თარიღი: ხუთშაბათი, 10.04.2014, 09:28 | შეტყობინება # 4 |
 გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
სტატუსი: Offline
| მეთოდი რა თქმა უნდა არსებობს ზოგადად, ეზოტერიკა, მისი სწორი აღქმის შემთხვევაში, მაგ მიზანს ემსახურება
Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
| |
|
|
| stalini | თარიღი: ხუთშაბათი, 10.04.2014, 15:26 | შეტყობინება # 5 |
|
დაინტერესებული
ჯგუფი: პრაქტიკანტი. II კურსი
შეტყობინებები: 21
სტატუსი: Offline
| merlinm მართლაც საინტერეს ოწერილი მიგიწერია მოსწავლესთვის. მთელი სიცოცხლე ბრძოლაა საკუთარ თავთან ,ყველას აქვს რაღაც შებოჭილობა, მე პირადა კარგა ხანია გადავლახე ეს ეტაპი დოგმებისგან და შინაგანი შიშისგან გავითავისუფლე თავი, მაგრამ მაინც დარჩა რამდენიმე მიჯაჭვულობა ახლა ამათთან ბრძოლაა საჭირო, მაგრამ როცა ვუკვირდები მაშინ ასე თავისუფლად ფიქრსაც ვერ გავბედავდი მეთქი ძალიან დიდი განსხვავებაა, კარგია როცა იცვლება შეხედულებები ამ დროს ვითარდებით, ისე კარგი იქნება თუ ფორუმი ცოტა გამოცოცხლდება და ვაპირებ მის გაპიარებას სხვადასხვა საიტებზე მაგრამ ცოტა მეტი ინფორმაცია უნდა იდოს. ჩემი აზრით გაპიარება სულ არ ჭირდება ცპდნას მაგრამ სხვა რამეს ვგულისხმობ უბრალოდ ხალხი შეიკრიბოს რომელსაც ესოდენი ინფორმაცია აინტერესებს.
|
| |
|
|
| Existence | თარიღი: კვირა, 16.11.2014, 22:35 | შეტყობინება # 6 |
 დაინტერესებული
ჯგუფი: პრაქტიკანტი. II კურსი
შეტყობინებები: 29
სტატუსი: Offline
| ეს ეხლა ვნახე და ძაან საინტერესო პასუხია კარგია რო საქართველოში შენთან პრაქტიკის გავლაშეიძლება წარმატებები
|
| |
|
|
| merlinm | თარიღი: ორშაბათი, 17.11.2014, 18:34 | შეტყობინება # 7 |
 გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
სტატუსი: Offline
| ვფიქრობ, კიპლინგის ლექსი:"If", ორგანულად ჩაჯდება ამ თემაში
If you can keep your head when all about you Are losing theirs and blaming it on you, If you can trust yourself when all men doubt you, But make allowance for their doubting too; If you can wait and not be tired by waiting, Or being lied about, don’t deal in lies, Or being hated, don’t give way to hating, And yet don’t look too good, nor talk too wise:
If you can dream—and not make dreams your master; If you can think—and not make thoughts your aim; If you can meet with Triumph and Disaster And treat those two impostors just the same; If you can bear to hear the truth you’ve spoken Twisted by knaves to make a trap for fools, Or watch the things you gave your life to, broken, And stoop and build ’em up with worn-out tools:
If you can make one heap of all your winnings And risk it on one turn of pitch-and-toss, And lose, and start again at your beginnings And never breathe a word about your loss; If you can force your heart and nerve and sinew To serve your turn long after they are gone, And so hold on when there is nothing in you Except the Will which says to them: ‘Hold on!’
If you can talk with crowds and keep your virtue, Or walk with Kings—nor lose the common touch, If neither foes nor loving friends can hurt you, If all men count with you, but none too much; If you can fill the unforgiving minute With sixty seconds’ worth of distance run, Yours is the Earth and everything that’s in it, And—which is more—you’ll be a Man, my son!
Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
| |
|
|
| |
 | |  |
|