Мой сайт
კვირა, 21.06.2026, 05:47
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექნიკების შესახებ!
merlinmთარიღი: ოთხშაბათი, 12.02.2014, 21:28 | შეტყობინება # 1
გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
მოგესალმებით.

რამოდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ განყოფილებაში მოყვანილი ტექნიკების შესახებ.

1. ტექნიკების ასათვისებლად და გამოსაყენებლად, როგორც უკვე ვთქვი, მინიმალური ბაზისური მომზადებაა აუცილებელი. ადამიანი უნდა ფლობდეს, როგორც მინიმუმ, კონცენტრაციის, შინაგანი დიალოგის გაჩერების, ვიზუალიზაციის, ჩაკრების კონტროლის, მედიტაციისა და ენერგიის მართვის უნარ-ჩვევებს.

ვისთვისაც ეს უკვე გავლილი ეტაპია, წარმატებეს გისურვებთ ახალი ტექნიკების ათვისებაში. იმედი მაქვს ბერვ ახალ, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ.

ვინც ზემოთნახსენებ ბაზისურ უნარებ-ჩვევებს არ ფლობთ, გირჩევთ ჯერ ისინი აითვისოთ მაღალ დონეზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ ამ განყოფილებაში მოყვანილი ტექნიკების შესწავლას. ბაზისური უნარ-ჩვევების ათვისება შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჩვენს ვერ-გვერდზე არსებული პრაქტიკუმების საშუალებით.

2. აქ მოყვანილი ტექნიკების პრაქტიკა, შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიურად აბსოლიტურად ჯანმრთელის ადამიანებისათვის. ასევე, რაიმე სერიოზული ფიზიკური დაავადების შემთხვევაშიც, სასურველია წინასწარი კონსულტაციის გავლა, სპეციალისტთან.

3. ყველა ამ ვებ-გვერდზე მოყვანილი ტექნიკა რეალურია და ეფექტურად მუშაობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მიაღწევთ ყველა თქვენს მიზანს და აისრულებთ სურვილებს, ამ ტექნიკების წაკითხვისთანავე.

უკეთ ასახსნელად, მაგალითისთვის ავიღოთ ბოქსი.
რეალურია თუ არა ბოქსი? მუშაობს თუ არა ეფექტურად ბოქსის დარტყმები? რა თქმა უნდა, რეალურია! რა თქმა უნდა, მუშაობს! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი, უვარჯიშებელი ადამიანი, წაიკითხავს აპერკოტის დარტყმის ტექნიკას და უძლიერესი მებრძოლი გახდება. საჭიროა, ყოველდღიური ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ბოქსი ეფექტური. და რაც უფრო მეტს და მონდომებით ვარჯიშობს ადამიანი, მით უფრო ძლიერდება მისი დარტყმები, მით უფრო მოქნილი და სწრაფი ხდება იგი, მით უფრო დიდ შედეგებს აღწევს.

ზუსტად იგივე სიტუაციაა ჩვენთანაც. ვინც ვარჯიშობს და მუშაობს საკუთარ თავზე, იგი აღწევს წარმატებებს, ვითარდება, მიიწევს წინ, ახორციელებს თავის მიზნებს და ცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ.

შრომისა და მონდომების გარეშე, არცერთი ტექნიკა არ მუშაობს და არაფრის მიღწევა არ შეიძლება, ცხოვრების არც-ერთ სფეროში.

საშუალოდ, თქვენ უნდა ივარჯიშოთ, მინიმუმ 1 საათი დღეში, კვირაში მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. დანარჩენი თავის მოტყუებაა.

4. გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ სხვადასხვა სწავლებები კი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ ავსებენ. ეს უბრალოდ, სხვადასხვა გზებია, პროგრესის მისაღწევად.

მიუხედავად ამ ფაქტის გაცნობიერებისა, ყველა ეზოთერიკს აქვს მისთვის "მშობლიური", საბაზო სისტემა... ფუნდამენტი, რომელზეც დანარჩენ ცოდნას აშენებს. ჩემთვის ასეთი სისტემა მენტალური იოგაა, ამდენად ძირითადად იოგისეულ ტერმინოლოგიას ვიყენებ სხვადასხვა ტექნიკების აღწერისას.

5. ყველა ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე, ღმერთის, სხვა ადამიანებისა და უპირველეს ყოვლისა, საკუთარის თავის წინაშე. ამდენად, აქ მიღებული ნებისმიერი ცოდნა და უნარ-ჩვევები, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს მთლიანად თქვენი პასუხისმგებლობაა.

მე მხოლოდ შემიძლია გირჩიოთ და დიდი იმედი მქონდეს, რომ აქ მიღებული ცოდნა გამოყენებულ იქნება წინსვლის, სიკეთისა და პროგრესისათვის!

წარმატებები!


Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
 
merlinmთარიღი: ხუთშაბათი, 13.02.2014, 11:59 | შეტყობინება # 2
გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
P.S. ნებისმიერი ტექნიკის თემაში, შესაძლებელია დაპოსტვა, შეკითხვების დასმა, მსჯელობა.
მაგრამ თემის შექმნა ამ განყოფილებაში, შეუძლია მხოლოდ ადმინს


Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2026
Free site builder - uCoz