Мой сайт
ოთხშაბათი, 17.06.2026, 08:34
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
გაცნობიერებულ სიზმარში შესვლა
merlinmთარიღი: პარასკევი, 14.02.2014, 13:32 | შეტყობინება # 1
გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
გაცნობიერებულ სიზმარში(გ.ს.) შესვლის და იქ დაყოვნების უნარი, პირდაპირ პროპორციულია ადამიანის ზოგადი ენერგეტიკული ფონის სიძლიერის, ასევე კონცენტრაციისა და საკუთარი მენტალის კონტროლის ხარისხზე.

პირადად მე, პირველად შემთხვევით მოვხვდი გ.ს.-ში, ანუ იმ პერიოდისთვის ამ თემით არ ვიყავი დაინტერესებული. სერიოზული ეზოთერული პრაქტიკა 2-3 თვის დაწყებული მქონდა და ძირითად ბაზისურ მომენტებზე ვმუშაობდი (რელაქსაცია, კონცენტრაცია, შინაგანი დიალოგის გაჩერება, ასტრალური და მენტალური სხეულების კონტროლი)

მოკლედ ბაზისურ ტრენინგს გავდივარ, გ.ს.-ზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მაქვს - რამოდენიმე სტატია მაქვს წაკითხული. ერთხელაც მესიზმრება რაღაც პლანეტაზე ვარ, ირგვლივ სულ კრატერებია და კრატერიდან კრატერზე ვხტები. ასე 5-6 მეტრიან ნახტომებს ვაკეთებ, თითქმის დავფრინავ... და უცებ აზრი მოვიდა: ეს ხო სიზმარია... და მეორე აზრი: გ.ს.-ში ვარ. ამის გაცნობიერებიდან, 5-6 წამში გამეღვიძა, 2 ნახტომის გაკეთება მოვასწარი გააზრებულად. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტისთვის, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი, ენერგიითა და ემოციებით დატვირთული წამები, ჩემს ცხოვრებაში. ვინც გ.ს.-ში ოდესმე შესულა, მიხვდება.

რა თქმა უნდა, სიზმარში საკუთარი თავის გაცნობიერება, შესაძლებელია პირდაპირ ამ მიმართულებით პრაქტიკისას, ბაზისური მომზადების გავლის გარეშე, მაგრამ მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რო ჯერ-ერთი მომზადებული ადეპტები, ბევრად უფრო სწრაფად ახერხებენ იქ შესვლას, მეორეც შესვლის მერე დიდი ინტენსივობის პროგრესს განიცდიან, თვით გაცნობიერებულ სიზმარში.

გ.ს.-ში შესვლა, საბოლოო მიზანი არ არის, იგი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იმ საოცარი და უსაზღვრო სამყაროს შესაცნობად, რასაც სიზმარი ქვია. და როცა, ადამიანი სერიოზული ბაზისური მომზადების გარეშე, ახერხებს გ.ს.-ში შესვლას, პირველი ეიფორიისა და სიხარულის ეტაპის გავლის შემდეგ, როგორც წესი მისი პროგრესი ჩერდება. ანუ, ვთქვათ, მას უკვე შეუძლია სიზმარში გაცნობიერება, რამოდენიმე ხანი იქ დაყოვნება, ნუ რაიმე ახალს ნახავს, ცოტას იფრენს, უცხო არსებებს შეიძლება წააწყდეს, მაგრამ წინსვლა უკვე ნაკლებია. არადა, გ.ს.-ში, წარმოუდგენლად მაღალი შესაძლებლობები არსებობს, როგორც საკუთარი თავის განვითარების, ასევე სხვებზე ზემოქმედებისათვის. მაგალითად, ცოტამ თუ იცის, რომ ვთქვათ, გ.ს.-ში შესრულებული ნახევარ საათიანი მედიტაცია რამოდენიმეჯერ უფრო ეფექტურია, რეალში შესრულებული იგივე მედიტაციაზე.

მოკლედ, მე არასდროს დავიღლები იმის მტკიცებით, რომ ბაზისური ტრენინგი აუცილებელია ნებისმიერი მიმართულებით მიმავალი ეზოთერიკოსისათვის, იოგთა ათასწლოვანი გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს, მაგრამ ამ თემის მიზანს ცოტა გადავუხვიე. აქ მინდა მოვიყვანო, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ტექნიკა, გაცნობიერებულ სიზმარში შესასვლელად. იგი გამოადგება როგორც ნავაერჯიშებ, ასევე აბსოლიუტურად მოუმზადებელ ადამიანსაც.

1. უნდა დავიძინოთ ღამის 12 ან 1 საათზე. ვაყენებთ მაღვიძარას 5-6 საათისთვის. ვდგებით, 2 საათი რამეს ვაკეთებთ და ისევ ვწვებით. ვაკვირდებით ხაზებსა და უჯრებს, რომლებიც დახუჭული თვალების წინ ჩნდება ხოლმე. ოღონდ არაა საჭირო მათზე კონცენტრირება, უბრალოდ ვუყურებთ.

2.ყველას ჯობია, იწვეთ ემბრიონის პოზაში, მარჯვენა გვერდზე. მშვიდად უყურებთ "კინოს" თქვენს შინაგან ეკრანზე. როგორც კი შეატყობთ, რო ძილი გითრევთ, "გამოქაჩეთ" საკუთარი თავი უკან, ოღონდ თვალები არ გაახილოთ. ბოლომდე ეცადეთ არ ჩაგეძინოთ.

3. რამოდენიმე ასეთი "წაძინება-გამოქაჩვის" შემდეგ, თქვენ აღმოაჩენთ რომ თქვენი შინაგანი კინო და ოცნები, უკვე ძალიან რეალურად გამოიყურება. smile მორჩა, თქვენ უკვე სიზმარში ხართ შესული.
სხვათაშორის, სხეულის პოზა მარჯვენა გვერდზე, თავის საქმე აკეთებს, ამ პოზის გამო, თითქმის ყველა, პირველად ერთი და იგივე ადგილზე ხვდება გ.ს.-ში smile მე სპეციალურად არ დავწერ, თუ რა ადგილია ეს, რომ მკითხველებზე ზემოქმედებად არ ჩამეთვალოს. ცადეთ და მერე ერთმანეთს გაუზიარეთ, რა ადგილზე მოხვდით.

4. როგორც კი გააცნობიერებთ, რომ თქვენ სიზმარში ხართ, ძალიან დიდი ალბათობით, იქვე გაგეღვიძებათ. თუ როგორ უნდა დაყოვნდეთ, გ.ს.-ში, ეს უკვეე სხვა სტატიის თემაა smile ზუსტად, აქ დგება ძალიან მწვავედ, ბაზისური მომზადების საკითხი და კიდე დამატებით რამოდენიმე ნიუანსის ცოდნისა და პრაქტიკის აუცილებლობა.

5. გ.ს.-ში მოხვედრის მერე, ეგრევე ფრენა, რეალში მიუწვდომელ ქალებთან სექსი, მთების ნაცარტუტად ქცევა, სამყაროების დაპყრობა და სხვა მსგავსი ქმედებები, ფუჭ საქმიანობად მიმაჩნია. დასაწყისისთვის შეეცადეთ უბრალოდ, იქ გარკვეული ხნით გაჩერება შეძლოთ. დანარჩენი, მერე...

წარმატებები


Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
 
mamu_kaთარიღი: პარასკევი, 14.02.2014, 14:11 | შეტყობინება # 2
შემოიხედა
ჯგუფი: პრაქტიკანტი. I თაობა
შეტყობინებები: 10
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გაცნობიერებული სიზმრის პირველი ეფექტი კარგად მახსოვს smile მუმიაში რომ არის მეფე მორიელი მომდევდა biggrin უცებ მივხვდი ეს ხო სიზმარია და მაშინვე ყველაფერი გაქრა, ისეთი სიხარული იყო გული დამწყდა რომ სიზმარი იყო biggrin მაგრამ მეც რამდენიმე წამში გამღვიძა, მაშინ 12 წლის ვიყავი მგონი და ასეთი რამ თუ არსებობდა არც ვიცოდი smile ვცდი ამ ტექნიკას და დავწერ შედეგს smile
 
Tipsyთარიღი: შაბათი, 15.02.2014, 15:31 | შეტყობინება # 3
შემოიხედა
ჯგუფი: Проверенные
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საერთოდ ძაან ხშირად ვაცნობიერებ სიზმარს უფრო მეტიც ზოგჯერ ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ ხშირად სადღაც ჩაძინებიდან (რამოდენიმე წამში) ვგრძნობ რომ უხილავი ბნელი არსება როგორ მეუფლება სხეულზე და თითქოს მახჩობს პირველად რომ ვნახე სიმართლე გითხრათ ძაან შემეშინდა მაგრამ მერე შევეგუე და მაგ სიზმრის დროს ადვილად ვიპოვე მეთოდი თავი დავაღწიიო.. მაინტერესებს მსგავსი თემა თუ არის თქვენთის ნაცნობი..
 
pegasusთარიღი: შაბათი, 15.02.2014, 17:42 | შეტყობინება # 4
შემოიხედა
ჯგუფი: Проверенные
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩემი აზრით, სიზმარში ქვეცნობიერი უფრო კარგად ვლინდება, ვიდრე რეალობაში. ფროიდიც, ხო იგივეს იძახოდა. ეს ბნელი არსებაც, ალბათ ქვეცნობიერში არსებული რამე პრობლემის გამოვლინებაა.
 
Tipsyთარიღი: კვირა, 16.02.2014, 03:51 | შეტყობინება # 5
შემოიხედა
ჯგუფი: Проверенные
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რატომღაც ანუ იმის თქმა რომ სიზმარი ქვეცნობიერიდან ვლინდება შეიძლება მართალი ვერსიაა.. ზოგჯერ გვიკვრირს რატომ დაგვესიზმა ეს თუ ის გაურკვეველი სიზმარი ან როგორ მოგვივიდა თავში მარა რპ დავფიქრდი მომივიდა ესეთი პასუხ იდე რომ აი მაგალითად ფიქრის დროს ხო არის რო გადავდივართ სხვა და სხვა თემაზე ყველა წინამორბედი თემიდან გამომდინარე ანუ ერთი ფიქრო გვახსენებს რაიმე სხვა თემას ალბათ ესეა სიზმარშიც და მივყევართ აზვ დ აზვ თემაზე ისე რომ ვერ ვიხსენებთ საიდან წაგვიყვანა..
 
merlinmთარიღი: კვირა, 16.02.2014, 12:44 | შეტყობინება # 6
გამოცდილი ადეპტი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 101
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
Tipsy, გაცნობიერებული სიზმრები, ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტია, საკუთარ ქვეცნობიერთან სამუშაოდ და შინაგანი პროობლემების აღმოსაფხვრელად.

მე თქვენს ადგილზე, გავაგრძელებდი ამ მიმართულებით მუშაობას, მაგრამ როგორც თქვენ თქვით "შეგუება და თავის დაღწევა"-ს, ჯობია მიზეზის მოძებნა, გააზრება და აღმოფხვრა.

წარმატებები


Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
 
Tipsyთარიღი: ოთხშაბათი, 26.02.2014, 23:28 | შეტყობინება # 7
შემოიხედა
ჯგუფი: Проверенные
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წარმეტებაც ერთგვალი სუირვილია რომლის მიღწევისას ისევ ახალი წარმატების სურვილი გვიჩდება, თუმცა ეს თმა სიზმრებთან მუშაობა ძაან საინტერესოა ჩემთვის. გუშინ გავაცნობიერე სიზმარი და ვცმართე ისე როგორც მე მინდოდა მაგრამ დიდხანს ვერ გავქაჩე რადგან რომ გააცნობიერებ რომ უკვე სიზმარი გაქვს თითქოს დრო ითიშება და მალევე გაგდებს..

დამატებულია (26.02.2014, 23:28)
---------------------------------------------
სად დაიკარგეთ გაიღვიძეთ? smile

 
Existenceთარიღი: კვირა, 09.03.2014, 23:08 | შეტყობინება # 8
დაინტერესებული
ჯგუფი: პრაქტიკანტი. II კურსი
შეტყობინებები: 29
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
როცა სიზმარი ზუსტად ისევე რეალურია როგორც ,,რეალობა'' და გაქვს რამოდენიმე ტყუილი გაღვიძება ასეთ მყარ სიზმარში და მხოლოდ შემდეგ ''იღვიძებ აქ '' რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ ?
 
mirian_b82თარიღი: ხუთშაბათი, 20.11.2014, 14:41 | შეტყობინება # 9
შემოიხედა
ჯგუფი: პრაქტიკანტი. II თაობა
შეტყობინებები: 9
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გაცნობიერებულ სიზმრებზე ვვარჯიშობდი 2 წელი. მეთოდი ასეთი მქონდა: დღის განმავლობაში ბევრჯერ ვამოწმებდი რეალობას, რამდენიმე უტყუარ ნიშანს, რაც მიმახვედრებდა, მერე ავტომატურად სიზმარშიც იგივეს ვაკეთებდი. მაღვიძარას ვაყენებდი 5-6-ზე, ვიღვიძებდი, რამდნეიმე წუთში ვიძნებდი იმ განზრახვით, რომ მოვხვდებოდი გაცნ. სიზმარში. თვეში საშუალოდ 2-3 ასეთი სიზმარი მქონდა. მაგრამ პრობლემა იყო რომ დიდ ხანს ვერ ვჩერდებოდი. თუ დაახლოებით დღის რეალობის დროის აღქმას გამოვიყენებთ შეგრძნება მქონდა რომ ალბათ 10-15 წუთი ვიყავი. მერე ვვარდებოდი. ერთი იმას მივხდი, რომ ეგრევე მაგდებს სიხარულის და ეიფორიის გრძნობა, როცა ხვდები რომ ასეთ სიზმარში მოხვდი. ამიტომ თავი დავაპროგრამე რომ ეს გრძნობა რა გამჩენოდა. ამან ნაწილობრივ გაამართლა, რადგან ეგრევე შესვლისტანავე აღარ ვვარდებოდი, მაგრამ სიზმრის გახანგრძლივებას მაინც ვერ ვახერხებდი.
რა ხდებოდა ჩემს გაცნობიერებულ სიზმრებში. იყო სხვადასხვა სივრცე და სიტუაციები. თუ ყურადღებით შემოწმებას არ დაიწყებდი ვერაფრით მიხვდებოდი, რომ ხარ სიზმარში. ძირითადად ვიყავი დაკავებული დაკვირვებებით, შესწავლით და შედარებებით დღის რეალობასთან. მაგრამ 2 წელი ამას ვერ გავცდი, სულ ერთი და იგივე აზრი მიჩნდებოდა - როგორ შეიძლება ეს სიზმარი იყოს, აქ ხომ ისეთივე რალურია ყველაფერი როგორც ცხადში. ეს გრძნობა ვერა და ვერ დავძლიე biggrin მოკლედ ამ ეტაპზე ვიყავი გაჭედილი და შევეშვი, რადგან წინ ვეღარ მივდიოდი. მაგრამ ერთი კარგი რაც მომცა, საკუთარი გამოცდილებით დავწრმუნდი რომ რეალობა ერთი არ არის და სხვა რეალობები შეიძლება ისეთივე ცხადი იყოს, როგორც ჩვენი....შეიძლება უფრო ცხადიც კი...


შეტყობინება შეასწორა mirian_b82 - ხუთშაბათი, 20.11.2014, 19:23
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2026
Free site builder - uCoz